01:25 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-09 15:38:12, 1023 ნახვა

რეგიონი
ნინო ნიჟარაძემ და ზურაბ თენიეშვილმა „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელისა“ და „იმედის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს

აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ და მინისტრის მოადგილემ, ზურაბ თენიეშვილმა ა/ო "ზიანის შემცირების საქართველოს ქსელისა" და ა/ო ,,იმედის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.

აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციები გლობალური ფონდისა და სახელმწიფოს მხარდაჭერით ინექციური ნარკოტიკების მომხმარებელში ზიანის შემცირების პროექტს ახორციელებენ. ასევე ჩართულნი არიან C ჰეპატიტიტის სახელმწიფო პროგრამაში.

სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებისათვის ზიანის შემცირების მიზნით არსებული პროგრამები, მნიშვნელობა და გამოწვევები.

პროგრამების მდგრადობის შენარჩუნებისათვის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები გეგმავენ დისკუსიის ინიცირებას ადგილობრივ მთავრობასთან და მუნიციპალიტეტებთან.

შეხვედრას ესწრებოდნენ ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის პროგრამების დირექტორი, მაკა გოგია, რეგიონული პროგრამების მენეჯერი, თამარ ზურაშვილი და ა/ო ,,იმედის“ ხელმძღვანელი, ზორია წურწუმია.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics