01:04 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-18 21:38:07, 754 ნახვა

კომენტარი
ნიკა მელია სააკაშვილზე - კვლავ შევხვდებით არა მხოლოდ კიევში, არამედ თბილისშიც, ეს ასეც უნდა იყოს და შეუძლებელია სხვაგვარად მოხდეს

„კვლავ შევხვდებით არა მხოლოდ კიევში, არამედ თბილისშიც, ეს ასეც უნდა იყოს და შეუძლებელია სხვაგვარად მოხდეს“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მასზე და მიხეილ სააკაშვილზე ჭორები ვრცელდებოდა - თითქოს მათ დაძაბულობა ჰქონდათ.

„2 წელი და 7 თვეა ჩვენ არ გვქონდა შეხვედრის შესაძლებლობა. მე ფიზიკურად პასპორტი არ მქონდა, რომ დამეტოვებინა ქვეყანა. მიშას სამწუხაროდ, დღემდე არ ეძლევა შესაძლებლობა ჩამოვიდეს იქ, სადაც ეკუთვნის ყოფნა.

ძალიან მოხარული ვარ, რომ ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე ვისაუბრეთ. მჯერა, რომ არც თუ ისე შორეულ პერსპექტივაში ჩვენ კვლავ შევხვდებით არა მხოლოდ კიევში, არამედ თბილისშიც, ეს ასეც უნდა იყოს და შეუძლებელია სხვაგვარად მოხდეს. ამისათვის მნიშვნელოვანია საერთო სტრატეგია იყოს შემუშავებული, მტერი არ გავახაროთ. უამრავი ხაფანგი დაგებული დამხვდა ციხიდან რომ გამოვედი, ბევრი ადამიანი ხელებს იფშვნეტდა, რომ იქნებ რაიმე გაუგებრობა მოხდეს ოპოზიციაში. ჭორებს ავრცელებენ, თითქოს მიშასთან დაძაბული ვითარება მაქვს, რაც არის პირიქით.

იმაზე გონიერი ხალხია ოპოზიციაში და „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვიდრე მავანს გონია, ამიტომ არავის მივცეთ უფლება პროვოკაციაზე წამოგვაგოს და სახელმწიფოებრივი საფუძვლები ბოლომდე ამოიშანთოს“, - განაცხადა ნიკა მელიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics