02:56 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-07 22:00:47, 1009 ნახვა

კომენტარი
გიგა ბოკერია - რაც ვიხილეთ ზურაბიშვილისგან არის საზოგადოებისთვის შეურაცხმყოფელი უტიფრობა

„რაც ვიხილეთ ზურაბიშვილისგან არის საზოგადოებისთვის შეურაცხმყოფელი უტიფრობა“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მთავარის“ ერთერში „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტის საუბარი ურთიერთგამომრიცხავი ბოდვა იყო.

„რაც ახლა ვიხილეთ, როგორც შინაარსით, ისე ფორმით პრეზიდენტ ზურაბიშვილისგან, არის კიდევ ერთი დემონსტრირება საოცარი, საზოგადოებისთვის შეურაცხმყოფელი უტიფრობისა, მთლიანად ივანიშვილის რეჟიმის, მისი, მისი გარემოცვისა და ამ შემთხვევაში ზურაბიშვილის მხრიდან.

რა ფორმითაც ილაპარაკა, შინაარსი ურთიერთგამომრიცხავი ბოდვისა და მერე ეს ვითომ არგუმენტი, სამართლებრივი საფუძველი არ გვაქვსო. ვეტო პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. თუნდაც იმ მოტივით, რომ კონსულტაცია და განხილვები არ ყოფილა და ამის გამო, რაღაც მუხლები საკამათოა, ნებისმიერ წამს შეიძლება, ვეტო დაადო, თუ ამის პოლიტიკური კეთილი ნება გაქვს. სპექტაკლიც კი არ ითამაშეს ვითომ დემოკრატიული პროცედურის“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics