22:10 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-05 10:05:20, 1561 ნახვა

ომი უკრაინაში
ვახტანგ გომელაური კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინით, „სინოფარმით“ აიცრა

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინით, „სინოფარმით“ აიცრა.

საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელს ვაქცინაცია ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში ჩაუტარდა.

„აცრა გავიკეთე, ჩინური წარმოების „სინოფარმით“. ეს ნაბიჯი გადავდგი იქედან გამომდინარე, რომ მინდა ყველას, პირველ რიგში, შსს-ს თანამშრომლებს მოვუწოდო და წავახალისო, გაიკეთონ ვაქცინა, იქნება ეს „სინოფარმი“ თუ სხვადასხვა ვაქცინა, შეიძლება „ასტრაზენეკაც“ გაიკეთონ და კიდევ სხვა. სამწუხაროდ, რასაც მსოფლიოში ვხედავთ, წელიწადზე მეტია ველოდებით, თუმცა არაფერი არ შეიცვალა, დღითი დღე უარესდება მსოფლიოში და მათ შორის ჩვენთან ვითარება, რასაც მსოფლიო ჯანდაცვა, ჩვენი ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და ექიმები გვეუბნებიან, სხვა გამოსავალი არ არის, ყველა უნდა აიცრას საბოლოოდ, ვისაც ჯანმრთელობა უწყობს ხელს და ექიმების რეკომენდაცია ექნება“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ამასთან, როგორც ცნობილია, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრას დღეს ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილიც გაიკეთებს.

შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მიმდინარე კვირიდან ვაქცინაციის პროცესში მთავრობისა და პარლამენტის წევრები ჩაერთვებიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics