18:02 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-13 19:06:49, 659 ნახვა

კომენტარი
მიხეილ სააკაშვილი - არავის ინსტრუქციებით არ ვიმოქმედებ, ყველა დაეტიოს და თავის ცხვირს მიხედოს

„არავის ინსტრუქციებით არ ვიმოქმედებ, ყველა დაეტიოს და თავის ცხვირს მიხედოს“, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს და მის მომავალს არავის დაუთმობს.

„ჩვენ ახლა გვინდა მრავალპარტიული კოალიცია, წყნარი გადასვლა და გვინდა შესვლა იმ ვითარებაში, როდესაც შევძლებთ განვითარებას. მე ჩემი ქვეყანა მაინტერესებს, ყოველთვის ამოვდიოდი ჩემი ქვეყნის ინტერესებიდან.

საქართველო ჩემთვის არის უპირველესი. არავის ინსტრუქციებით არ ვიმოქმედებ, ამის იმედი არავის ჰქონდეს.

ჩემი ერით ვამაყობ, უზომოდ მწამს მისი ღირსების, მომავლისა და პოტენციალის. ყველა დაეტიოს და თავის ცხვირს მიხედოს.

ჩვენს საქართველოს და მის მომავალს არავის დავუთმობთ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასამართლომ გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო, სასჯელს 2 ივნისს გამოცხადდება
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics