|
2015-01-30 16:17:48, 820 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ალექსანდრ ვერშბოუს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ნატო-ს გენრალური მდივნის მოადგილეს, ალექსანდრ ვერშბოუს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს. მარგველაშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატა სრული მხარდაჭერა იმ კურსის მიმართ, რომელსაც საქართველო ახორციელებს. პრეზიდენტის თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანს, იმ დღის წესრიგს, რომელსაც საქართველო უელსის სამიტის გადაწყვეტილებების კონტექსტში ახორციელებს, რეგიონში არსებულ ვითარებასა და უკრაინაში კონფლიქტს. "მინდა გამოვხატო სრული მხარდაჭერა იმ ერთობლივი კურსის მიმართ, რომელსაც საქართველო ახორციელებს როგორც ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის მოკავშირე და მომავალი წევრი. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ნატოზე, მინდა კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა იმ კაცებსა და ქალებს, ქართველებს, ნატო-ს წევრი ქვეყნის წარმომადგენლებს, რომლებიც ერთად იცავენ გლობალურ უსაფრთხოებას და ქედი მოვიხარო იმ ადამიანების წინაშე, რომლებმაც სიცოცხლე გაწირეს ამ ძალიან მნიშვნელოვანი მიზნებისთვის. ვისაუბრეთ კონკრეტული დღის წესრიგის შესახებ, რომელსაც საქართველო ახორციელებს უელსის სამიტის შემდეგ. ვისაუბრეთ იმ ისტორიული არჩევანის შესახებ, იმ ევროატლანტიკური არჩევანის შესახებ, რომელშიც, ბუნებრივია, მნიშვნელოვან კომპონენტს შეადგენს ჩვენი შეიარაღებული ძალების განვითარება. ვისაუბრეთ იმ ერთიანი დღის წერიგის შესახებ, რომელსაც საქართველო ავითარებს, როგორც უელსის სამიტის გადაწყვეტილებების კონტექსტში, რაც ამ მიმართულებით არის მიღებული, ასევე ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერისა და მისი იმპლემენტაციის კონტექსტში.შევეხეთ რეგიონში სტაბილურობას, იმ სირთულეებს, რასაც იწვევს დაძაბულობა და კონფლიქტი უკრიანაში, იმ სირთულეებს, რაც გამოიწვია ხელშეკრულების დადებამ ე.წ. აფხაზეთისა და ოსეთის მიმართულებით, რუსეთის ფედერაციის მიერ და იმ პოზიტიურ როლზე, რომელიც საქართველოს აქვს აღებული რეგიონში, როგორც ქვეყანას, რომელიც ავითარებს სტაბილურობას, თანამშრომლობას და იმ როლზე, რომელსაც ჩვენ ვავითარებთ გლობალურად რეგიონის მშვიდობიანი განვითარების მიმართულებით.მადლობა ბატონ ვერშბოუს ამ ვიზიტისთვის და იმ შინაარსობრივი დღის წესრიგისთვის, რომელიც იქნა განხილული საქართველოს მთავრობასთან პარლამენტთან და იმ მომავალი ნაბიჯებისთვის, რომლებსაც ჩვენ ერთად გადავდგამთ",-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)