|
2015-10-07 10:53:13, 767 ნახვა
სამართალი
“FAIRY“-ის პროდუქციის მართლსაწინააღმდეგო დამზადების ფაქტი გამოვლინდა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო დამზადება-გამოყენების ფაქტი გამოავლინა. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შპს „SKIPPER“-ის ხელმძღვანელი პირების მიერ, სისტემატურად ხდებოდა დიდი ოდენობით “FAIRY“-ის ნიშანდებული პროდუქციის მართლსაწინააღმდეგო დამზადება და რეალიზაცია. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, შპს „SKIPPER“-ის საწარმოდან ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობის კუსტარულად დამზადებული სარეცხი საშუალება და წარმოებისთვის გამზადებული სასაქონლო ნიშნები. საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან ხუთ წლამდე ვადით.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)