08:26 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-12 13:55:55, 1606 ნახვა

რეგიონი
სოფელ იგოეთში ახალი საბავშო ბაღი შენდება

სოფელ  იგოეთში 50 აღსაზრდელზე ახალი საბავშო ბაღის   მშენებლობა  გრძელდება. შენობა სრულად დააკმაყოფილებს   სტანდარტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

ამჟამად შიდა და გარეპერიმეტრის სამუშაოები მიმდინარეობს. კეთილმოწყობილ შენობაში აღასზრდელებს, პედაგოგებსა და  მომსახურე პერსონალს ყველა პირობა ექნებათ.   კეთილმოეწყობა საბავშო ბაღის ეზოც.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მშენებლობას შპს „ხარისხი“ ახორციელებს, ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან   და მასზე 696 326 ლარი იხარჯება.

სოფელში ათეული წლებია საბავშვო ბაღი აღარ ფუნქციონირებს და ბავშვებს  მეზობელი სოფლის სამთავისის საბავშვო ბაღით უწევდათ სარგებლობა. სამუშაოების დასრულების შემდეგ ორი სოფლის - იგოეთისა და მრგვალი ჭალის აღსაზრდელებს ახალი, სრულად აღჭურვილი საბავშვო ბაღი ექნებათ.

ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა სოფელ გრაკალსა და სადგურ მეტეხის დასახლებაშიც მიმდინარეობს.

უახლოეს ხანში საბავშვო ბაღის ყოფილი შენობის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები სოფელ რენეშიც დაიწყება და კოდისწყაროს  ადმინისტრაციული ერთეულის 8 სოფლის (მ/შ4 საზღვრისპირა და 1 მღალმთიანი) აღსაზრდელები, ასევე თანამედროვედ მოწყობილი საბავშვო ბაღით ისარგებლებენ. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების კეთილმოწყობა ჩვენი ერთ ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, მომავალი თაობისათვის საჭირო პირობები აუცილებელია - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.

#სკოლამდელიაღზრდისინფრასტრუქტურა2021

#გაიგერაკეთდებაშენსსოფელში





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics