02:16 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-10 21:18:44, 635 ნახვა

კომენტარი
ამირან გამყრელიძე - ვმუშაობთ ძალიან ბევრ ქვეყანასთან და დამატებითი დოზების მისაღებად მტკიცე პირობები გვაქვს

„ვმუშაობთ ძალიან ბევრ ქვეყანასთან და დამატებითი დოზების მისაღებად მტკიცე პირობები გვაქვს“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მარტში „ასტრაზენეკას“ 180 ათასი ვაქცინა იქნება.

„ჩვენ მილიონ 400 ათასი დოზა გრანტირებული გვაქვს კოვაქს პლატფორმიდან, რომლის კონტრაქტი არსებობს და ეს პლატფორმა მოგვაწვდის.

ახლა შემოდის 29 ათასი დოზა სწორედ კოვაქსიდან და, შემდეგ, 180 ათასი იქნება კიდევ კოვაქსიდან, მარტში, ოღონდ სხვა - ასტრაზენეკას ვაქცინა.

შემდეგ, თანდათანობით, მათ მილიონ 400 ათასი წელს უნდა მოგვაწოდონ და ამას რომ დაფარავენ, მერე უკვე დაიწყება მათგან შემდგომი დოზების შესყიდვა.

ასევე, პარალელურად, ვმუშაობთ ძალიან ბევრ ქვეყანასთან და ასევე მწარმოებლებთან და უკვე მტკიცე პირობები გვაქვს გარკვეული დამატებით დოზების მიღების“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics