|
2015-10-05 14:17:21, 635 ნახვა
სამართალი
დიმიტრი ქუმსიშვილი "რუსთავი2"-ის დაკავებულ მხარდამჭერებზე: თუ ვინმე დამნაშავეა, ის უნდა დაისაჯოს
"თუ ვინმე დამნაშავეა ის უნდა დაისაჯოს, თუ არაა დამნაშავე, არ უნდა დაისაჯოს", - ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა "რუსთავი2"-ის მხარდამჭერი აქციის მონაწილეების დაკავება და მათთვის ბრალის წაყენება. როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, ის არ არის მოსამართლე, არც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი და იმ ინფორმაციას ფლობს, რასაც სხვადასხვა წყაროებიდან იღებს. "არ ვარ მოსამართლე, არც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, ინფორმაცია მაქვს ის, რომელსაც ვიღებ შესაბამისი წყაროებიდან, თუ ვინმე დამნაშავეა, ის უნდა დაისაჯოს, თუ არაა დამნაშავე, არ უნდა დაისაჯოს. ლოგიკა მაქვს ძალიან მარტივი", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. ცნობისთვის, რუსთავი 2-ის მხარდამჭერი აქციის მონაწილეებს ბრალი გუშინ წაუყენეს. დაკავებული 3 პირიდან ორის მიმართ დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით, რაც ხულიგნობას გულისხმობს და 4-7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. კიდევ ერთ დაკავებულს მირიან დეისაძეს კი, ხულიგნობასთან ერთად საგამოძიებო ორგანო ადამიანის ცემაშიც სდებს ბრალს. ამ წუთებში კი, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)