|
2015-10-03 09:36:02, 781 ნახვა
სამართალი
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 190-მა ახალწვეულმა სამხედრო ფიცი დადო
შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 190-მა ახალწვეულმა სამხედრო ფიცი დადო. ღონისძიებას განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი, პოლიციის პოლკოვნიკი მერაბ მალანია, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე და სხვა ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. ფიცის დადების შემდეგ ჯარისკაცებმა საკუთარი საბრძოლო უნარების დემონსტრირება მოახდინეს. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორმა, პოლიციის პოლკოვნიკმა მერაბ მალანიამ დაკისრებული მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის 38 ჯარისკაცი საპატიო სიგელით დააჯილდოვა. შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში ჯარისკაცები ერთწლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს გაივლიან, შესაბამისი წვრთნების შედეგად, სამხედრო საქმიანობას შეისწავლიან და პროფესიულ უნარ-ჩვევებს შეიძენენ. ასევე, სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას, უზრუნველყოფილი იქნებიან უფასო სამედიცინო მომსახურებითა და კვებით. სამხედრო სავალდებულო სამსახურის დასრულების შემდეგ, წარჩინებული ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები, შესაბამისი კონკურსის გავლის შემთხვევაში, სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში დასაქმდებიან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)