06:04 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-21 13:18:57, 820 ნახვა

კომენტარი
ანრი ოხანაშვილი - 2008 წლის ომის დროს საქართველო იყო მსხვერპლი, ისტორიული გამარჯვების მოლოდინი გვაქვს

მოლოდინი გვაქვს, რომ ეს იქნება ისტორიული გამარჯვება, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 2008 წლის ომის დროს მსხვერპლი საქართველო და ჩვენი მოსახლეობა იყო.

„ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ძალიან დიდი შრომა იყო გაწეული. კერძოდ, იუსტიციის სამინისტროს მხრიდან 2013 წლიდან. დაახლოებით 700-მდე მტკიცებულება იყო წარდგენილი სტრასბურგში 2013 წლიდან მოყოლებული. ამ მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 2008 წლის ომის დროს მსხვერპლი იყო საქართველო და ჩვენი მოსახლეობა და დაირღვა კონვენციის არაერთი მუხლი, მათ შორის როგორიც არის სიცოცხლის უფლება. გაწეული შრომის შედეგად, მოლოდინი გვაქვს, რომ ეს იქნება ისტორიული გამარჯვება“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ სტრასბურგის სასამართლო საბოლოო განაჩენს გამოიტანს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics