|
2020-12-26 13:12:10, 600 ნახვა
რეგიონი
ქობულეთური კერძები ახალ ვიდეორგოლშია წარმოჩენილი
აჭარული სამზარეულოს საიმიჯო რგოლის შემდეგ ონლაინ სივრცეში, უკვე ქობულეთური სამზარეულოს ვიდეორგოლი გამოჩნდა. კლიპი, რომელშიც ამ კუთხისთვის დამახასიათებელი უგემრიელესი კერძები და დესერტია წარმოჩენილი, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ქობულეთური სამზარეულოს პოპულარიზაციის მიზნით გადაიღო. რგოლში წარმოდგენილი კერძები - მაჯუნი, იახნი და აჩმა ცნობილმა შეფმზარეულმა მიშა ავსაჯანაშვილმა ადგილობრივ მზარეულ როინ ფაღავასთან ერთად მოამზადა. ვიდეოგადაღებები ქობულეთის სოფელ ლეღვაში, 170 წლის სახლის ეზოში, ულამაზეს გარემოში მიმდინარეობდა. ქობულეთური სამზარეულოს შესახებ, ასევე მომზადდა ვიდეოგაკვეთილები და ფოტორეცეპტები, სადაც მზარეულებმა კერძების, როგორც ტრადიციული ისე თანამედროვე ვარიაციები წარმოადგინეს. საიმიჯო რგოლების, ვიდეოგაკვეთილების, ფოტორეცეპტების, ისევე როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ტრენინგ-სემინარების, ნახვა მსურველებს სერვისების ახალ ონლაინპლატფორმაზე იანვრიდან შეეძლებათ. პროექტზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის დაკვეთით ქართული სამზარეულოს, ქართული კულინარიის განვითარებისა და პოპულარიზაციის ასოციაციამ იმუშავა. ვიდეორგოლი სარეკლამო კომპანიამ „რედპოინტი“ გადაიღო, მუსიკა კი ჯგუფმა „ინსაითი“ სპეციალურად ვიდერგოლისთვის დაწერა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)