09:41 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-24 15:52:55, 495 ნახვა

კომენტარი
ლევან დავითაშვილი: გადაწყვეტილებები შეზღუდვებთან დაკავშირებით ეყრდნობა ეპიდემიოლოგების რჩევებს

„ჩვენთვის ძალიან მძიმეა ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც შეზღუდვებს უკავშირდება. გვესმის, რომ სოციალური სამართლიანობის დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ პრიორიტეტი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობაა.   გადაწყვეტილებები შეზღუდვებთან დაკავშირებით ეყრდნობა ეპიდემიოლოგების რჩევებს”, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

როგორც მინისტრობის კანდიდატმა განმარტა, მოლებში მეტადაა შესაძლებელი რიგების კონტროლი, წესრიგის და სანიტარიული ნორმების დაცვა. აღნიშნულზე პასუხისმგებლობა მოლებს განესაზღვრათ. იმ შემთხვევაში, თუ დადგენილი წესები დაირღვა, პრემიერის მიერ მყისიერი რეაგირება დაევალა შრომის ინსპექციას.

„მეორე დახმარების პაკეტით ბაზრობებზე მომუშავე ადამიანების სოციალურ კომპენსირებას ვითვალისწინებთ. გვესმის, რომ ამ ადამიანებს ეკონომიკურად ვაზიანებთ, მაგრამ შეზღუდვების გადაწყვეტილებები ეფუძნება ეპიდემიოლოგების რჩევებს”, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-მ ირანზე ახალი დარტყმები განახორციელა
პენტაგონმა განაცხადა, რომ მზადაა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია გააგრძელოს
მოდით, კვლავ გავხადოთ სომხეთი დიდებული - დონალდ ტრამპმა ნიკოლ პაშინიანს არჩევნებში მხარი დაუჭირა
თეირანმა ქუვეითში აშშ-ის ბაზაზე თავდასხმა განახორციელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics