|
2020-12-23 17:22:50, 684 ნახვა
რეგიონი
ომარ ტაკიძემ მედიცინის მუშაკებს პროფესიული დღე მიულოცა
შუახევის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ომარ ტაკიძემ, მედიცინის მუშაკთა პროფესიული დღე შუახევის სამედიცინო პერსონალს მიულოცა და კორონა ვირუსთან ბრძოლის პროცესში გამოჩენილი თავდადებისთვის, მოქალაქეების ჯანმრთელობაზე თავდაუზოგავი ზრუნვისა და გაწეული ძალისხმევისთვის მადლობის სიგელები გადასცა. „დღეს როდესაც მსოფლიო დიდი გამოწვევის წინაშე დგას, არაფერია იმაზე საპატიო მისია, იდგე ადამიანების სიცოცხლის სადარაჯოზე და ზრუნავდე მათ ჯანმრთელობაზე. მადლობას გიხდით იმ სამოქალაქო გმირობისთვის, რომელსაც ყოველდღე ჩადიხართ და თქვენი მაღალი პროფესიონალიზმიდან გამომდინარე ამ გამოწვევას ღირსეულად პასუხობთ. ქედს ვიხრი თქვენი კოლეგების ხსოვნის წინაშე, რომლებიც პანდემიის დაწყების დღიდან, აქტიურად იყვნენ ჩართული კორონა ვირუსთან ბრძოლაში“- განაცხადა ომარ ტაკიძემ. პროფესიული დღესასწაული მედიკოსებს ომარ ტაკიძესთან ერთად, მერის მოადგილე რუსუდან შავაძემაც მიულოცა. ჯილდო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს, რაიონულ ჰოსპიტალს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრსა და ამბულატორიებს გადაეცა. საქართველოს მედიცინის მუშაკთა პროფესიული დღე ყოველწლიურად, 23 დეკემბერს აღინიშნება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)