10:03 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-21 23:24:54, 540 ნახვა

კომენტარი
ვოლსკი : ჩვენი ოპონენტები გვთავაზობენ - დავანგრიოთ ყველაფერი და სანამ სააკაშვილი არ გაიმარჯვებს, მანამ ვატაროთ არჩევნები

„ჩვენი ოპონენტები გვთავაზობენ - დავანგრიოთ ყველაფერი და სანამ სააკაშვილი არ გაიმარჯვებს, მანამ ვატაროთ არჩევნები“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ სამართლებრივი და მორალური თვალსაზრისით გამარჯვებული პარტია არის ლეგიტიმური ხელისუფლება.

„სამართლებრივი თვალსაზრისით, მორალური თვალსაზრისით, ყველა შემთხვევაში ეს არის ლეგიტიმური ხელისუფლება და ამ ლეგიტიმურმა ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს საქართველოს სამშვიდობოზე გასვლა.

არის მეორე გზა, რომელსაც გვთავაზობენ ჩვენი ოპონენტები: დავანგრიოთ ყველაფერი და სანამ სააკაშვილი არ გაიმარჯვებს არჩევნებში, იქამდე ვატაროთ არჩევნები, მიუხედავად იმისა, თუ რა პოზიცია აქვს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, მიუხედავად იმ ფაქტებისა, რომელიც გამოვლინდა ბოლო პერიოდში იმის საწინააღმდეგოდ, რასაც არწმუნებდა საზოგადოებას ოპონენტთა დიდი ჯგუფი, თითქოს არჩევნები იქნა გაყალბებული.

აი, ეს არის რეალობა, ეს არის მოცემულობა და ამ მოცემულობაში ჩვენ მაღალი პასუხისმგებლობით უნდა ვიმუშაოთ“, – განაცხდა გია ვოლსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შვედეთი უკრაინას Gripen-ის თვითმფრინავების მიაწოდებს
აშშ-მ ირანზე ახალი დარტყმები განახორციელა
პენტაგონმა განაცხადა, რომ მზადაა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია გააგრძელოს
მოდით, კვლავ გავხადოთ სომხეთი დიდებული - დონალდ ტრამპმა ნიკოლ პაშინიანს არჩევნებში მხარი დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics