10:50 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-20 13:51:41, 663 ნახვა

კომენტარი
სახლი არ მაქვს, მპირდებიან და რაც მაქვს მაგასაც მინგრევენ - აფრიკის დასახლებაში სახლების დემონტაჟი გაგრძელდება

„სახლი არ მაქვს, მპირდებიან და რაც მაქვს მაგასაც მინგრევენ“, - ამის შესახებ აფრიკის დასახლებაში მცხოვრებმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

როგორ მან აღნიშნა, სახლი ინვალიდობის პენსიითა და ბანკის ვალით აქვს აშენებული.

„დღეს არის ბოლო დღე, დღეს ნებით უნდა დავშალო თუ არადა ხვალ ან ზეგ, ეს მათთვის პრობლემა არ არის, მოვლენ და დაანგრევენ.

არანაირი საცხოვრებელი არ გვაქვს, 28 წელია მპირდებიან ბინას, მაგრამ მართლა არ მაქვს ბინა, რომ მქონოდა ამ პირობებში ნამდვილად არ ვიცხოვრებდი.

ინვალიდობის პენსიით გაკეთებული სახლია, ბანკის ვალიც მაქვს და ეს უნდა დამენგრეს და ვალიც უნდა დამრჩეს“, - განაცხადა გიგი ჩანგელიას დედამ

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ აფრიკის დასახლებაში უკანონო შენობა-ნაგებობების დემონტაჟი რამდენიმე დღის წინ დაიწყო, დარჩენილი შენობა-ნაგებობების მეპატრონეებს ოთხ დღიანი ვადა მიეცათ, რათა უკანონო ნაგებობები თავად დაშალონ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანი დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს
CNN: ტრამპი დედამიწის მოსახლეობის თერთმეტიდან, ერთ ადამიანს ემუქრება
შვედეთი უკრაინას Gripen-ის თვითმფრინავების მიაწოდებს
აშშ-მ ირანზე ახალი დარტყმები განახორციელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics