17:00 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-28 20:06:28, 580 ნახვა

პოლიტიკა
ნინო გვენეტაძე: დღეს იუსტიციის საბჭომ კანონი დაარღვია

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც თბილისის სააპელაციო სასამართლოში 7 მოსამართლე კონკურსის წესით არ დაინიშნება. 
როგორც იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გადაწყვეტილების თანახმად, საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის 37-ე მუხლით მოხდება სააპელაციო სასამართლოში პირველი ინსტანციიდან მოსამართლეების დაწინაურება.
 გვენეტაძის შეფასებით, დღეს იუსტიციის საბჭომ კანონი დაარღვია. „იუსტიციის საბჭოს წევრთა უმრავლესობის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, დღეისთვის არსებულ 7 ვაკანტურ თანამდებობაზე მოსამართლეები კონკურსის წესით არ დაინიშნონ, არამედ 37-ე მუხლით მოხდეს სააპელაციო სასამართლოში პირველი ინსტანციიდან მოსამართლეების დაწინაურება. ეს გადაწყვეტილება იუსტიციის საბჭომ მიიღო. ამ გადაწყვეტილების მიმართ ჩემი დამოკიდებულება გამოვხატე, მე კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიმიღია, რაც იმას ნიშნავს, რომ არ ვემხრობი ამ პოზიციას. იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებით, დაირღვა კანონი და პრიორიტეტეტბი არასწორად იქნა დალაგებული, რაც გულისხმობდა პირველ პრიორიტეტს-კონკურსის წესით ვაკანტური ადგილების დაკავებასა და საგამონაკლისო წესის შემდგომი წესის გამოყენებას, რაც გულისხმობს 37-ე მუხლით მოსამართლის გადანიშვნას, დაწინაურებას. იუსტიციის საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე შეფასებას ვერ გავაკეთებ. ისტიციის საბჭო კოლეგიალური ორგანოა. მიიღო გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების შესრულებაზე უნდა ვიზრუნო“,-აღნიშნა ნინო გვენეტაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics