|
2020-12-11 21:25:43, 892 ნახვა
რეგიონი
სახალხლო დღესასწაული „ქედელობა 2020“ პანდემიასთან ბრძოლას მიეძღვნა
სახალხლო დღესასწაული „ქედელობა 2020“ პანდემიასთან ბრძოლას მიეძღვნა. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტი ავრცელებს. გთავაზობთ განცხადებას უცვლელად. „სახალხლო დღესასწაული ,,ქედელობა 2020" პანდემიასთან ბრძოლას მიეძღვნა და შესაბამისად, ღონისძიების ბიუჯეტი სოციალური მიმართულებით გადანაწილდა. ერთადერთ უცვლელ ფორმატად საპატიო ქედელების არჩევა დარჩა. წელს, ქედის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მიმნიჭებელმა საბჭომ, თემატურად 6 - ,,საპატიო ქედელი", 3 - ,,დამსახურებული მოღვაწე" და 1 ,,ქედის საპატიო მოქალაქე" აირჩია. დაჯილდოების ცერემონია დღეს დისტანციურ ფორმატში გაიმართა. საბჭოს მიერ დასახელებულ ნომინანტებს საპატიო წოდებები ქედის მერმა ლევან გორგილაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე შუქრი თურმანიძესთან ერთად მიულოცა. ,,პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე, წელს სახალხო დღესასწაული ქედაში არ გაიმართა, თუმცა ვეცადეთ ღონისძიების ერთ-ერთი ძირითადი არსი - ჩვენი მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი ადამიანებისათვის საპატიო წოდებების მინიჭება და მათთვის გაწეული საქმიანობის გამო მადლობის გამოცხადება, არ დარჩენილიყო ყურადღების მიღმა! ჩვენ ერთად დავამარცხებთ ახალ კორონავირუსს და მჯერა, გვექნება 2021 წლის ,,შემოდგომა ქედაში" ფართომასშტაბიანი, მრავალფეროვანი და სადღესასწაულო! გისურვებთ ჯანმრთელობას!" - ქედის მერი ლევან გორგილაძე“, - წერია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)