12:08 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-04 16:02:00, 684 ნახვა

კომენტარი
ეკატერინე ტიკარაძე - საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ჩანასახოვან პერიოდშია, ამიტომ მეტ მხარდაჭერას საჭიროებს

 ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ჩანასახოვან პერიოდშია, ამიტომ საჭიროებს მეტ მხარდაჭერას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, კორონავირუსი გლობალური გამოწვევაა არა მხოლოდ ჯანდაცვის სისტემისთვის, არამედ სახელმწიფოსთვისაც.

„არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსი არის გამოწვევა არა მხოლოდ ჯანდაცვის სისტემისთვის, არამედ მთლიანად სახელმწიფოსთვის, საქართველოსთვისაც ეს დიდი გამოწვევაა, ასევე ჯანდაცვის სისტემისთვისაც, რომელიც ჯერჯერობით იმყოფებდა ჩანასახოვან პერიოდში, ეს არის დიდი გამოწვევა, სწორედ აქედან გამომდინარე, საქართველოს ექიმები და ჯანდაცვის სისტემა საჭიროებს მეტ კოორდინირებულ მუშაობას და მხარდაჭერას, როგორც მოქალაქეებისგან, ასევე მედიასაშუალებებიდან, იმისთვის, რომ დრულად იქნას აღიარებული ყველა ის პრობლემა, რომელიც არსებობს სისტემაში და საჭიროა დროული რეაგირება, რომელსაც ჩვენ ვასრულებთ“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 86 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე- აღნიშნე ბავშვთა საერთაშორისო დღე თიბისისთან ერთად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics