|
2015-09-25 17:23:02, 617 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს დელეგაციამ ჰააგაში პოლიციის ხელმძღვანელების ყოველწლიურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი შალვა კვინიხიძე და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ივანე პაპიაშვილი ქალაქ ჰააგაში გამართულ, ევროპოლის წევრი ქვეყნების პოლიციის ხელმძღვანელების ყოველწლიურ შეხვედრაზე იმყოფებოდნენ. შსს-ს ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს ის საერთო გამოწვევები, რომლებიც ევროპის კავშირის და მისი პარტნიორი ქვეყნების წინაშე დგას. ქართული დელეგაცია მსგავსი ფორმატის შეხვედრაზე პირველად იყო მიწვეული. აღსანიშნავია, რომ ევროპოლსა და საქართველოს შორის სტრატეგიული და ოპერატიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების გაფორმების პროცესი დაიწყო, რაც სამართალდაცვით სფეროში ევროპოლის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავებას ხელს შეუწყობს. ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა ევროპოლის მართვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ოლდრჟიხ მარტინუსთან. ასევე, ორმხრივი შეხვედრები გაიმართა ღონისძიებაში მონაწილე, წევრი და მოწვეული ქვეყნების - შვედეთის სამეფოს, იტალიის რესპუბლიკის, პორტუგალიის რესპუბლიკის, პოლონეთის რესპუბლიკის და აშშ-ს დელეგაციებთან. მხარეებმა შეხვედრების მსვლელობისას აღნიშნეს ბოლო წლების განმავლობაში ევროკავშირის ქვეყნებსა და საქარველოს შორის საპოლიციო სფეროში თანამშრომლობის მკვეთრად მზარდი, პოზიტიური ტენდენცია. ასევე ისაუბრეს სამომავლო გამოწვევებზე, განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის კუთხით განხორციელებული და მიმდინარე ღონისძიებები. აღსანიშნავია, რომ აქამდე საქართველოს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის სფეროში გაფორმებული აქვს საერთაშორისო შეთანხმებები და ურთიერთგაგების მემორანდუმები ევროკავშირის 14 წევრ ქვეყანასთან. შეთანხმებების ხელმოწერა სხვა წევრ ქვეყნებთანაც არის დაგეგმილი.
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)