|
2015-09-25 13:44:15, 485 ნახვა
პოლიტიკა
მარიამ რაქვიაშვილი სამუშაო ვიზიტით უკრაინაში იმყოფებოდა
23-24 სექტემბერს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე მარიამ რაქვიაშვილი სამუშაო ვიზიტით უკრაინაში კიევში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ შეხვედრა გამართა უკრაინის ინფორმაციული პოლიტიკის მინისტრთან იური სტეცთან. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანაში სტრატეგიული კომუნიკაციის კუთხით განხორციელებული ღონისძიებები განიხილეს. მარიამ რაქვიაშვილმა აღნიშნა, რომ ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხებზე სტრატეგიული კომუნიკაცია საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია და ვრცლად ისაუბრა საქართველოში სტრატეგიული კომუნიკაციის კუთხით მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ უკრაინელ კოლეგას გააცნო ახლადშექმნილი სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის ფუნქციები, ამოცანები, ასევე, განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები. სსიპ ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის აქტივობებზე საუბრისას მარიამ რაქვიაშვილმა ყურადღება გაამახვილა მოსახლეობასთან ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული ვალდებულებებსა და სარგებელზე ეფექტური კომუნიკაციის მნიშვნელობაზე. მხარეებმა, ასევე, განიხილეს ბოლო პერიოდში, ორივე ქვეყანაში გააქტიურებული ანტი-დასავლური პროპაგანდის საფრთხეები. იური სტეცმა ქართველ კოლეგას გააცნო უკრაინაში რუსული საინფორმაციო პროპაგანდის კუთხით შექმნილი ვითარება და ისაუბრა სამინისტროს მიერ დაგეგმილი პოლიტიკის თაობაზე. მხარეები შეთანხმდნენ სტრატეგიული კომუნიკაციის კუთხით ერთობლივი ღონისძიებების გატარების, ასევე, ამ სფეროში გამოცდილების გაზიარების თაობაზე. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მარიამ რაქვიაშვილმა, ასევე, შეხვედრები გამართა უკრაინის ნატოს ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ცენტრის დირექტორთან ნატალია ნემილივსკასთან და უკრაინის კრიზისების მედია ცენტრის წარმომადგენლებთან.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)