|
2015-09-24 11:40:05, 730 ნახვა
ეკონომიკა
“თიბისი ბანკი” მომხმარებელს ქართველ მხატვრებთან ერთად შექმნილ ექსკლუზიურ უკონტაქტო სტიკერს სთავაზობს
პირველად საქართველოში, “თიბისი ბანკი” მომხმარებელს ქართველ მხატვრებთან ერთად შექმნილ ექსკლუზიურ უკონტაქტო სტიკერს სთავაზობს. თუთუ კილაძე, ლევან ამაშუკელი, იურა ბერიშვილი და მაია სუმბაძე - ეს ის მხატვრები არიან, რომელთა ნამუშვრები თიბისი ბანკის უკონტაქტო ბარათებზეა გამოსახული. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბანკმა ქართველ მხატვრებთან თანამშრომლობა კომერციული პროექტის ფარგლებში დაიწყო - ოფიციალურად შეიძინა ნამუშევრების ბარათზე გადატანის უფლება და მომხმარებელს მათი გამოყენების ყველაზე მოსახერხებელი ფორმა შესთავაზა. პროექტის მიზანი ქართველი მხატვრების პოპულარიზაცია და მათი შრომის მეტად დაფასებაა. დღეიდან თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალში შეგიძლიათ მოითხოვოთ უკონტაქტო სტიკერის ნიმუშები და შეარჩიოთ 4 შემოთავაზებული დიზაინიდან ერთ-ერთი: თუთუ კილაძის ურბანული პეიზაჟი „ლისი“, ლევან ამაშუკელის ხასხასა ფერებით გამორჩეული „ტურისტები“, იურა ბერიშვილის ფერადი „აბსტრაქცია“ და მაია სუმბაძის მექანიზმებიანი, ფრთებიანი გოგო. საკუთარი გემოვნებით შერჩეული უკონტაქტო სტიკერი შეგიძლით მიაკრათ ნებისმიერ თქვენთვის სასურველ ნივთს, მაგალითად მობილურ ტელეფონს, რის შემდეგაც გადახდის პროცესი უფრო სწრაფი, მარტივი და სასიამოვნო ხდება. უკონტაქტო სტიკერით გადახდა ყველაზე მარტივია, რადგან ტერმინალში მისი მოთავსება საჭირო არ არის - მხოლოდ მიახლოებაც საკმარისია. ექპერიმენტულ პროექტს თიბისი ბანკი საერთაშორისო საგადამხდელო სისტემა „ვიზასთან“ ერთად ახორციელებს. „შევეცადეთ, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული სტილისა და ხასიათის ნამუშევრები აგვერჩია, რათა მომხმარებელს შეეეძლოს საკუთარი გემოვნების შესაბამისი დიზაინი მოირგოს. გვინდა, რომ უფრო მეტ ადამიანს მიეცეს საშუალება, გაეცნოს თანამედროვე მხატვრების ნამუშევრებს, ატაროს ეს ნამუშევრები ყველაზე მოსახერხებელი ფორმით და მიიღოს სიამოვნება გადახდის პროცესში. ჩვენი ბარათებით გადახდა უკვე შესანიშნავია,“- აცხადებს თიბისი ბანკის საგარეო ურთიერთობებისა და მედია კომუნიკაციების დირექტორი, თამარ კირვალიძე. გაიფერადეთ ქართველი მხატვრების ნამუშევრებით ყოველდღიურობა, გახადეთ გადახდის პროცესი თქვენთვის სასიამოვნო!
(R)
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)