03:31 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-23 17:45:39, 688 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველო ევროპული კომპანიებისთვის ლიდერი ქვეყანაა

საფრანგეთში ბიზნესკონფედერაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის "MEDEF International"-ში საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სიტყვით გამოვიდა, სადაც აღნიშნა, რომ საქართველო ევროპული კომპანიებისთვის რეგიონში ლიდერი ქვეყანაა.

"საქართველო არის ლიდერი და მოდელი რეგიონში, ქვეყანა, რომელმაც მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა. საქართველო არის რეგიონში საიმედო საინვესტიციო და სავაჭრო პარტნიორი, მას ევროპული კომპანიებისთვის გააჩნია ბევრი მიმზიდველი ფაქტორები როგორც ინვესტიციების, ასევე ინოვაციებისა და ბიზნეს იდეების განხორციელების თვალსაზრისით", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

შეხვედრაზე საქართველოს საინვესტიციო სააგენტოს, ბიზნესასოციაციასა და "MEDEF International"-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოეწერა.

შეხვედრის დასასრულს საქართველოს ვიცე-პრემიერმა ფრანგული კომპანიების წარმომადგენლებთან ინდივიდუალური შეხვედრები გამართა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics