16:26 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-23 14:21:34, 986 ნახვა

პოლიტიკა
დავით სერგეენკო: ყველა პროექტი გეგმის მიხედვით განხორციელდება

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, სახელმწიფო ბიუჯეტი არა ლარის გაცვლითი კურსით, არამედ ეკონომიკური ზრდით ითვლება. 

როგორც სერგეენკომ თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, 2016 წლის ბიუჯეტი 3%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლილი. სერგეენკოს ინფორმაციით, ჯანდაცვის სფეროში დაგეგმილი ყველა პროექტი ძალაშია და ამ კუთხით, არანაირი ცვლილება არ იგეგმება. 

"ყველა პროექტი ძალაშია, ყველა პროექტი გეგმის  მიხედვით მიმდინარეობს. რაც შეეხება მომავალი წლის ბიუჯეტს, მისი ერთ-ერთი სამუშაო ვერსიის განხილვაც იყო. ალაბთ, ეკონომიკური გუნდის მინისტრები უფრო ზუსტად იტყვიან, თუმცა მე რამდენადაც ვიცი, ქვეყნის ბიუჯეტის დათვლის დროს, ლარის კურსი არ ითვლება, ითვლება ეკონომიკური ზრდა და ამ მხრივ, 3%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლილი 2016 წლის ბიუჯეტი. ვიმეორებ, ლარის კურსით არ ითვლება ბიუჯეტი. ყველა ის მიმდინარე პროექტი,  რაც არის დაგეგმილი, წავა გეგმის მიხედვით",-განაცხადა დავით სერგეენკომ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics