12:24 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-13 10:32:10, 828 ნახვა

რეგიონი
ურეკის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კლინიკაში ცხელების ცენტრი მოეწყო

დღეიდან ურეკის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კლინიკაში ცხელების ცენტრი ამოქმედდა. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ და აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ კლინიკა დაათვალიერეს და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ.

კლინიკაში 21 საწოლი და ოთხი სასუნთქი აპარატია მობილიზებული. საჭიროებიდან გამომდინარე იგეგმება მათი დამატებაც.

,,გურიაში შემთხვევათა რაოდენობა საბედნიეროდ მცირეა, თუმცა მზაობისთვის მნიშვნელოვანია, რომ ცხელების კლინიკა იყოს. აჭარაც, რა თქმა უნდა, მზად არის იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში გურიიდან, როგორც ცხელებიანი, ისე კოვიდ დადასტურებული შემთხვევები მიიღოს და რესპუბლიკური საავადმყოფო მაქსიმალურად ემზადება ყველა ტიპის პაციენტის მისაღებად. ეს ცენტრი იქნება გარკვეულწილად შუალედური, ძალიან მნიშვნელოვანი სადგური, სადაც მოხდება პაციენტების შეფასება, სწრაფი რეაგირება და მათი გადამისამართება", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.

თამარ გაბუნიას თქმით, ცხელების ცენტრის გახსნა რეგიონში არსებულ ეპიდვითარებას უკავშირდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics