15:46 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-11 13:45:04, 655 ნახვა

კომენტარი
გრიგოლი ექსპერტებზე - თუ მხოლოდ, ამ ბრალდებით უნდა იქნენ პასუხისგებაში მიცემული და სხვა მტკიცებულებები არ არსებობს, მე ძალიან გული დამწყდება

„თუ მხოლოდ, ამ ბრალდებით უნდა იქნენ პასუხისგებაში მიცემული და სხვა მტკიცებულებები არ არსებობს, მე ძალიან გული დამწყდება“ , - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა ტელეკომპანაი „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქმესთან ძალიან ბევრი კითხვები უჩნდება.

„ერთადერთი, რაც მე, ერთ ადამიანს, ერთ მოქალაქეს მიჩნდება, ძალიან ბევრი კითხვაა.

მე არ ვიცი, მამა კირიონს რა მოტივები აქვს, რა საფუძვლები აქვს. მე ყურადღებით ვუსმინე და გულწრფელი კაცის შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ მისი ეს საუბარი და ის ამბავი, რასაც ჰყვება, ეს არის უფრო ემოციური მხარე და მაინც რამდენად...

თუ ადამიანები მხოლოდ, აი, ამ ბრალდებით უნდა იქნენ პასუხისგებაში მიცემული და სხვა მტკიცებულებები არ არსებობს, მე ძალიან გული დამწყდება“ , - განაცხადა მიტროპოლიტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics