12:36 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-06 14:38:23, 578 ნახვა

რეგიონი
გაფართოებული ლაბორატორიული კვლევის შედეგებით, გორში სასმელი წყალი დადგენილ ნორმებს აკმაყოფილებს

გაფართოებული ლაბორატორიული კვლევის  შედეგებით გორში სასმელი წყალი დადგენილ ნორმებს აკმაყოფილებს, - ამის შესახებ ნათქვამია წყალმომარაგების კომპანიის განცხადებაში.

როგორ კომპანიაში განმარტავენ, გორში არსებული წყლის სათავე ნაგებობა და საქლორატოროს მიმდებარე ტერიტორია, საიდანაც ხდება ქალაქის დიდი ნაწილის წყალმომარაგება, შემოსაზღვრული და  სტანდარტების შესაბამისად არის დაცული.

„წყალმომარაგების კომპანიამ  ქალაქ გორში,  წყლის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლებით გაფართოებული კვლევა დაასრულა, რომლის შედეგების მიხედვითაც გორში სასმელი წყალი სრულად  აკმაყოფილებს წყლის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ ნორმებს. 

წყლის სინჯები კომპანიის ლაბორატორიის მიერ კომბინატის დასახლების რამდენიმე ქუჩაზე იქნა აღებული.

გორში არსებული წყლის სათავე ნაგებობა და საქლორატოროს მიმდებარე ტერიტორია, საიდანაც ხდება ქალაქის დიდი ნაწილის წყალმომარაგება, შემოსაზღვრული და  სტანდარტების შესაბამისად არის დაცული. ასევე, აღნიშნულ ტერიოტრიაზე მოწყობილი წყლის ჭები დახურულია. შესაბამისად,  სათავე ნაგებობა და საქლორატორო ობიექტების შიდა და  გარე პერიმეტრები მკაცრად კონტროლდება.

გარდა ამისა კომპანია ქალაქში, ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს   წყლის სინჯების აღებას სხვადასხვა ლოკაციიდან.

გასულ დღეებში ჩატარებული სინჯების მონიტორინგის შედეგების მიხედვით სასმელი წყალი დადგენილ ნორმებს სრულად აკმაყოფილებდა“, - ვკითხულობთ განცხადებაში.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics