16:20 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-05 13:09:14, 529 ნახვა

კომენტარი
ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველო-ბელარუსის მატჩზე მაყურებლის დასწრება რეკომენდირებული არაა

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 8 ოქტომბერს, თბილისში დაგეგმილ საქართველო-ბელარუსის საფეხბურთო ნაკრებების მატჩზე მაყურებლის დასწრება ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე,არ არის რეკომენდირებული.

როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, კონკრეტულ გადაწყვეტილებას საბჭო მომდევნო დღეებში მიიღებს.

"ჩვენ ვისაუბრეთ რისკებთან დაკავშირებით, რამდენად დიდია რისკი, თუ ჩატარდება საფეხბურთო მატჩი, როგორი იქნება ვირუსის გავრცელება, მაგრამ 8 რიცხვამდე საბჭო კიდევ დამატებით შეიკრიბება და უკვე საბოლოო გადაწყვეტილებაზე შევჯერდებით. ჩვენ მივეცით რეკომენდაცია, რომ ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მაყურებლის დასწრება რეკომენდირებული არ არის", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics