|
2020-10-02 10:20:54, 1171 ნახვა
სამხედრო
ღარიბაშვილი - მომდევნო წლების განმავლობაში მთავარი აქცენტი გაკეთდება საბრძოლო მომზადებაზე და თანამედროვე შეიარაღების შესყიდვაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე თავდაცვის ძალების განვითარების სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, მომავალი 4 წლის განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებები საქართველოს კიდევ უფრო დააახლოვებს ნატოში გაწევრიანების მიზანთან და გაზრდის ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას. „ჩვენ მივიღებთ უკეთ შეიარაღებულ, მომზადებულ, დაფასებულ და ძლიერ მოტივირებულ ჯარს, რომლიც კიდევ უფრო ეფექტიანად დაიცავს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და თავისუფლებას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი თქმით, მომდევნო წლების განმავლობაში მთავარი აქცენტი გაკეთდება საბრძოლო მომზადებაზე და თანამედროვე შეიარაღების შესყიდვაზე; მოხდება ნატოსთან თავსებადი თანამედროვე ტექნიკით და შეიარაღებით აღჭურვილი მოქნილი და ადაპტირებადი თავდაცვის ძალების ჩამოყალიბება; გაგრძელდება თავდაცვის ძალების ინსტიტუციური განვითარება, განათლება და წვრთნა. „ჩვენ მიერ შემუშავებული თავდაცვის ძალების ათწლიანი შესაძლებლობების განვითარების ხედვის ფარგლებში განვავითარებთ ჯავშან-საწინააღმდეგო, საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო, სადაზვერვო, საავიაციო, საინჟინრო, სატრანსპორტო და ლოჯისტიკურ შესაძლებლობებს. განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ სპეციალური ოპერაციების ძალების განვითარებას, განათლებასა და საბრძოლო მომზადებას“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ტოტალური თავდაცვის პრინციპებიდან გამომდინარე, განხორციელდება ეფექტიანი სარეზერვო სისტემის ჩამოყალიბება და რეგულარულ დანაყოფებთან ინტეგრირება, ასევე, ნატოში საბოლოო ინტეგრაციის მიზნით, გაძლიერდება პარტნიორობის მექანიზმების გამოყენება. „გლობალური გამოწვევების ფონზე, გავაგრძელებთ ნატოელ პარტნიორებთან ერთად მსოფლიო მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვას; კიდევ უფრო გაღრმავდება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან; კიდევ უფრო გაძლიერდება სამხედრო ინფრასტრუქტურისა და ლოჯისტიკური შესაძლებლობების მოდერნიზაციის პროცესი; გადაიდგმება ქმედითი ნაბიჯები სამხედრო მრეწველობის განვითარებისა და მისი საექსპორტო პოტენციალის ზრდისათვის; გავაგრძელებთ სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური პირობების გაუმჯობესებას“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა პროგრამის წარდგენისას. მინისტრის განცხადებით, ეს ღონისძიებები კიდევ უფრო დაახლოებს საქართველოს ნატოში გაწევრიანების დიდ მიზანთან და გაზრდის ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას.
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
NATO-ს სამეკავშირეო ოფისი: ვუერთდებით ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში
გერმანიის ელჩი: 26 მაისი სიმბოლურად გამოხატავს საქართველოს სწრაფვას თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)