16:23 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-30 12:52:17, 555 ნახვა

კომენტარი
მდინარაძე მარნეულში მომხდარ დაპირისპირებაზე - ეს იყო მრავალდღიანი პროვოკაციული მოქმედებების გაგრძელება, რაზეც ჩვენი აქტივისტები წამოეგნენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მარნეულში მომხდარი დაპირისპირება იმ მრავალდღიანი პროვოკაციული მოქმედებების გაგრძელებაა, რაზეც „ოცნების“ აქტივისტები წამოეგნენ.

როგორც მან აღნიშნა, მომხდარი ფაქტი სამწუხარო და ცალსახად დასაგმობია.

„ძალადობას არანაირი გამართლება არ აქვს. იყო გაგრძელება იმ მრავალდღიანი პროვოკაციული მოქმედებების, რაზეც ჩვენი წარმომადგენლები გუშინ საღამომდე არ წამოეგნენ, მაგრამ გუშინ საღამოს, სამწუხაროდ, მათ შეძლეს პროვოკაციაზე წამოეგოთ ჩვენი მარნეულის წარმომადგენლები და აქტივისტები, შემდეგ მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. ეს ძალიან სამწუხაროა და ცალსახად დასაგმობია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.  

ცნობისთვის, გუშინ ღამით მარნეულში მომხდარი დაპირისპირებისას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, და „მთავარი არხის“ ჟურნალისტები დაშავდნენ, ხოლო „პირველი არხის“ ოპერატორს კამერა დაუმტვრიეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება ჯანმრთელობის დაზიანებისა და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლებით დაიწყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics