|
2020-09-23 10:32:48, 753 ნახვა
რეგიონი
ლეჩხუმში უნიკალური ქართული ჯიშის ხორბლის აღდგენა დაიწყო
ზანდური ხორბლის ქართული ენდემური ჯიშია, რომელსაც ბევრ ქვეყანაში სასელექციო მასალად იყენებენ და რომელიც დაცულია კოლექციებში, როგორც მსოფლიო მნიშვნელობის ძვირფასი სასელექციო მასალა. ხორბლის ეს ჯიში გავრცელებული იყო რაჭა-რეჩხუმში, ამჟამად კი, ის გადაშენების პირასაა. სწორედ ლეჩხუმიდან დაიწყო მანონი ახვლედიანმა ზანდურის სახეობის აღდგენა და პოპულარიზაცია. თიბისის მხარდაჭერით, მან ლეჩხუმის რაიონის სოფელ ღვირიშში ეთნოგრაფიული სივრცე მოაწყო, რომელიც აერთიანებს საოჯახო სასტუმროს „ზანდურის სახლი“, უძველეს მარანს, სადაც ავთენტური გემოების კერძებით გაგიმასპინძლდებიან და ეთნოგრაფიულ მასალებს ზანდურის ჯიშის ხორბლის შესახებ. რაც მთავარია, მანონი ახვლედიანს უკვე მეორე წელია მცირე ფართობზე ზანდურის ჯიშის ხორბალი მოჰყავს. „ეს უნიკალური ქართული ენდემური ჯიშის ხორბალია. ჩვენი მიზანია, რომ მოხდეს თესლის სერთიფიცირება, რის შემდეგაც მსოფლიოში მხოლოდ აქ, ჩვენს რეგიონში მოყვანილ ზანდურს შეიძენენ. საქართველო ხორბლის კულტურის უძველესი კერაა და ნამდვილად გვაქვს იმის პოტენციალი, რომ ჩვენმა ქვეყანამ ეს სახელი აღიდგინოს,“ - ამბობს მანონი ახვლედიანი. ახლა მეწარმე ხორბლის მესამე მოსავლის დასათესად ემზადება, მიღებულ თესლს ადგილობრივ მოსახლეობას საჩუქრად ურიგებს, რითაც ლეჩხუმში ზანდურის გავრცელებას უწყობს ხელს. ზანდურის საწარმოო გამოყენებისთვის და მისგან პურის დასამზადებლად ორი რამ არის აუცილებელი: ერთი, მოსავლის რაოდენობის გაზრდა და მეორე, სპეციალური ტექნიკა, რომლითაც ხორბალი დაიცეხვება. მანონი ახვლედიანის უახლოეს ბიზნეს გეგმებში სწორედ ეს მიზნები შედის.
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)