|
2015-09-15 19:28:44, 567 ნახვა
საზოგადოება
პარლამენტში ყურძნის სარეალიზაციო ფასთან დაკავშირებით სხდომა კვლავ ხმაურით მიმდინარეობს
პარლამენტში, აგრარულ საკითხთა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე, სადაც სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია საზოგადოებას "რთველი 2015"-ის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას აწვდის, კვლავ ხმაურია. ამჯერად დეპუტატებს შორის დაპირისპირების მიზეზი პოლონეთში ღვინის ექსპორტის თემა გახდა.გიორგი კანდელაკმა სოფლის მეურნეობის მინისტრს სთხოვა განემარტა, წელს 8 თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რამდენით არის პოლონეთში ღვინის ექსპორტი გაზრდილი. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძემ გიორგი კანდელაკი გააფრთხილა, დაატოვებინებდა დარბაზს, თუ პოლემიკაში კიდევ ჩაერთვებოდა. "ნაციონალური მოძრაობის " წევრებს შენიშვნა გლეხებმაც მისცეს. "მე გულწრფელად ვუხდი ადამიანებს ბოდიშს, მათ შორის ჩვენი სიფიცხის გამო, უბრალოდ მინდა გაიგოთ, რომ თქვენ როცა კითხვას სვამთ, იმ კითხვებიდან უნდა დაგანახოთ პასუხები, რა ხდება დღეს ქვეყანაში, მაგრამ მე მესმის, რომ თქვენ ერთი სული გაქვთ, პირდაპირ როდის გაიგებთ პასუხს. ამ ხალხის მოსმენა კიარ უნდა გაინტერესებდეთ, ამ ხალხს აინტერესებს თქვენი პასუხი. არის თუ არა რაიმე შანსი იმისა, რომ დღეს ამ ხალხმა მიიღოს იმის შესაბამისი, ადეკვატური ანაზღაურება, რაც მათ შრომა ჩადეს ამ საქმეში. რაც არ უნდა ბევრი ვენახი ჩაგეყარათ თქვენ ამ ორი წლის განმავლობაში, წლევანდელი რთველის მოსავალზე ის ვერ იქონიებდა ვერანაირ შედეგს, რადგან ეგეც არ იცით, მე სამწუხაროდ როგორც ჩანს ერთადერთი დეპუტატი ვარ, რომელიც სოფლის მეურნეობაში დღემდეა დაკავებული.არ არსებობს ჯიში, რომელიც 2 წელიწადში შედეგს გაძლევთ. ასე რომ, თუ რამე შედეგი მოგვცა, ან სააკშვილის დროს ჩაუყრიათ, ან მაშინ სხვა თემასთან გავქვს საქმე. ისევ იქ ხართ ჩარჩენილი, ჩვენ რომ თურმე ვჩეხდით ყურძენს. 150 ტონა ყურძენში მილიარდ ლარს ვერანაირი არითმეტიკით ვერ მიიღებდა. ჩვენ უდმივად ვაფრთხილებდით საქართველოს ხელისუფლებას, რომ მხოლოდ რუსეთის ბაზრის იმედად ყოფნა არ შეიძლება. რუსული ბაზარი არასდროს არ იქნება დიდი თანხის გადამხდელი და საქართველოს ხელისუფლებისგან ახალი ბაზრის მოძიება უნდა მოგვეთხოვა",-განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა აკაკი ბობოხიძემ. სხდომას დეპუტატებთან და მევენახეებთან ერთად, ღვინის კომპანიის წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები ესწრებიან.
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)