05:17 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-15 11:09:45, 16280 ნახვა

ომი უკრაინაში
კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევიდან 124 ბათუმში, 20 კი თბილისში გამოვლინდა

კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევიდან 124 ბათუმში, 20 თბილისში,13 კი ქუთაისში გამოვლინდა, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისი თქმით, 6 შემთხვევა გამოვლინდა ზუგდიდში, 3 - ოზურგეთში, 3 - მცხეთაში და ერთი ცაგერში.

„დაგვემატა 170 ახალი შემთხვევა. ახალი შემთხვევების გადანაწილება ასეთია - 88 არის დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი. 50 გახლავთ მოგზაურობის ისტორიით, 4 არის საკარანტინე სივრციდან და დანარჩენი ცხელების ცენტრებში დადასტურებული შემთხვევებია. 170 შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასეთი გადანაწილებითაა: 124 არის აჭარაში, ბათუმში; 20 არის თბილისში, 13 არის იმერეთში, ქუთაისში; 6 - სამეგრელო ზემო სვანეთი, ზუგდიდი, 3 გახლავთ გურია, ოზურგეთი; სამი არის მცხეთა-მთიანეთი, მცხეთა. ერთი შემთხვევა რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი, ცაგერი.

გამოჯანმრთელებულების მაჩვენებლია 1381. 11 ახალი გამოჯანმრთელებული გვყავს.

ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 1154 პაციენტი მკურნალობს“, - განაცხადა ეზუგბაიამ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics