15:46 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-15 09:38:18, 463 ნახვა

პოლიტიკა
დევიდ პრაისი: საქართველო დემოკრატიულ სამყაროში გაწევრიანების რეალური პრეტენდენტია

„ დავრწმუნდით, უკრაინა და საქართველო ნამდვილად არიან დემოკრატიულ სამყაროში გაწევრიანების რეალური პრეტედენტები“, – ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი დევიდ პრაისი „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში აცხადებს.

კონგრესმენი მიიჩნევს, რომ საქართველომ და უკაინამ საკუთარი მმართველობა უნდა გააძლიეროს, რაც მოსახლეობას მისცემს ნდობას, ქვეყნების განვითარებასთან დაკავშირებით.

"უკრაინა და საქართველო, როგორც ჩვენი ბოლო ვიზიტიდან დავრწმუნდით, ნამდვილად არიან დემოკრატიულ სამყაროში გაწევრიანების რეალური პრეტენდენტები. ორივე ქვეყანა სირთულეებს უპირისპირდება, ეკონომიკურსა და პოლიტიკურს, უკრაინაში ღია კონფლიქტია რუსეთთან, საქართველოში კი გაყინული კონფლიქტები, და რუსეთის აგრესია იზრდება. ამიტომ, ჩვენი რწმენით აქ მთავარია ამ ორი ქვეყნის უნარი საკუთარი მმართველობა გააძლიეროს, პოლიტიკური მმართველობის, პოლიტიკური რეფორმის წარმატება შეძლოს, რაც მოსახლეობას მისცემს ლეგიტიმურ ნდობას, ხედვას და რწმენას ჩაუსახავს განვითარებასთან დაკავშირებით. ჩემი მუშაობით ამ კომისიაში, როცა საქართველოსა და უკრაინის პარლამენტებთან ვთანამშრომლობ, სწორედ ამას ვაკეთებ“, – აღნიშნა დევიდ პრაისმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics