03:46 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-10 16:21:33, 2046 ნახვა

ომი უკრაინაში
„ენგურჰესის“ 4 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

„ენგურჰესის“ 4 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც ჰესის პრესსამსახურში აცხადებენ, თანამშრომლების უმრავლესობა დისტაცნიურად მუშაობს და ობიექტი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

„გალის რაიონის დასახლება საბერიოში კორონავირუსით ინფიცირების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის არის შპს „ენგურჰესის“ 4 თანამშრომელი. ინფიცირებულები და მათთან კონტაქტში მყოფი პირები გადმოყვანილი არიან საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. ჩვენთვის უკვე ცნობილია, რომ 10 ადამიანის ტესტის პასუხი უარყოფითია.

უნდა აღინიშნოს, რომ ინფიცირებული თანამშრომლები ონლაინ რეჟიმში მუშაობდნენ და მათ „ენგურჰესის“ სხვა თანამშრომლებთან განსაკუთრებული შეხება არ ჰქონიათ. ამ ფაქტის მიუხედავად, „ენგურჰესის,“ როგორც  სტრატეგიული ობიექტის ფუნქციონირებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება - ტექნიკური პერსონალი ცვლების მიხედვით არის განაწილებული და ობიექტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობას აგრძელებს“, - აცხადებენ „ენგურჰესში“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics