|
2015-01-28 15:38:14, 828 ნახვა
საზოგადოება
მერიის გათავისუფლებულ 3 თანამშრომელს სამსახურში აღდგენის ან უარის თაობაზე გადაწყვეტილება მაქსიმუმ 10 დღეში ეცნობება
თბილისის მერია ყოფილი თანამშრომლების, გირშელ ბართაიას, ლევან ხაბეიშვილისა და ნინო ქაცარავას მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილ გამამართლებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ამის შესახებ თბილისის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსის მოადგილე სოფიო სოხაძემ განაცხადა. მისივე განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება და დასაბუთებული გადაწყვეტილება მერიას ოფიციალურად ჯერ არ მიუღია. რაც შეეხება უშუალოდ, ხსენებული პირების სამსახურში აღდგენას, სოფიო სოხაძის თქმით, აღდგენის, ან უარის თაობაზე ბრძანება მერმა უნდა გამოსცეს, რასაც დრო სჭირდება. თუმცა, მისივე განმარტებით, კანონის თანახმად, პირს გადაწყვეტილების თაობაზე, მაქსიმუმ 10 დღეში ეცნობება. "თბილისის მერიაში სასამართლოს გადაწყვეტილება კანცელარიის მეშვეობით გუშინ საღამოს შემოვიდა, ფიზიკური პირების განცხადების დანართის სახით. ოფიციალურად სასამართლოდან ჩვენ ეს გადაწყვეტილება არ მიგვიღია. ველოდებით დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებასაც, რომელიც აუცილებლად გასაჩივრდება სააპელაციო წესით. რაც შეეხება მათ სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენას, აღდგენის, ან უარის თაობაზე გამოცემული უნდა იქნას მერის ბრძანება. ამას გარკვეული დრო სჭირდება და კანონით დადგენილ ვადაში, მაქსიმუმ 10 დღეში პირებს ეცოდინება გადაწყვეტილების თაობაზე,",-განაცხადა სოფიო სოხაძემ. შეგახსენებთ, სასამართლომ თბილისის მერიასა და ყოფილ თანამშრომლებს-გირშელ ბართაიას, ლევან ხაბეიშვილსა და ნინო ქაცარავას შორის დავა, ამ უკანასკნელების სასარგებლოდ გადაწყვიტა. თბილისის მერიას მათი სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენა და 3 თვის სახელფასო განაცდურის ანაზღაურება დაევალა. ცნობისთვის, გირშელ ბართაია, ლევან ხაბეიშვილი და ნინო ქაცარავა დავით ნარმანიას ბრძანებით გაათავისუფლეს. მერიის თანამშრომლების მტკიცებით, დაკავებული თანამდებობებიდან უკანონოდ გათავისუფლდნენ და მათ ნაცვლად უწყებაში ახალი ხელმძღვანელობის ნათესავები დაასაქმეს, რომლებსაც არანაირი გამოცდილება არ ჰქონიათ.
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
კობახიძის მტკიცებით, შეკრების გამართვა საქართველოში ყველას შეუძლია და ამ შემთხვევაში საუბარი იყო კონკრეტული აპარატურის განთავსებაზე
საქართველოში სამომხმარებლო ფასების ინფლაცია 2024 წლის 1%-დან 2025 წელს 3.9%-მდე გაიზარდა, ხოლო 2026 წლის აპრილში წინა წელთან შედარებით 5.9%-ს მიაღწია
კობახიძე ამტკიცებს, რომ ბიზნესი არის თავისუფალი და კორუფციისგან თავისუფლების კუთხით გვაქვს ძალიან მაღალი მაჩვენებელი
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)