15:55 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-11 20:26:09, 458 ნახვა

პოლიტიკა
,,რეფორმატორები’’–ს თავმჯდომარემ ირაკლი ღლონტმა სასამართლო პროცესი მოიგო

დღეს, საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული კოლეგიის, მოსამართლის ხატია არდაზიშვილის მიერ დაკმაყოფილებულ იქნა პ/გ ,,რეფორმატორების’’ თავმჯდომარის ირაკლი ღლონტის  სარჩელი.  გაუქმებულ იქნა ცესკოს თავმჯდომარის 2015 წლის 8 სექტემბრის N20/2015 გადაწყვეტილება, რითაც პარტია ,,რეფორმატორებიდან’’ გარიცხულმა პირებმა გიორგი ჟამუტაშვილმა და დავით მიროტაძემ, როგორც არაუფლებამოსილმა პირებმა უკანონოდ განახორციელეს პოლიტიკური პარტია ,,რეფორმატორების’’ საარჩევნო სუბიექტად რეგისტრაცია.

პოლიტიკური გაერთიანების თავმჯდომარის – ირაკლი ღლონტის შეფასებით სასამართლომ, ქალბატონი არდაზიშვილის ხელმძღვანელობით მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება, რითაც ხელი შეეწყო სამართლიანი  სასამართლო პრაქტიკის დამკვიდრებას და პოლიტიკური პარტია ,,რეფორმატორების’ კანონიერი ინტერესებისა და უფლებების დაცვას. მისი განცხადებით გიორგი ჟამუტაშვილი და დავით მიროტაძე არიან სავარაუდო დამნაშავეები, რომლებიც მიმდინარე წლის 22 მარტს შედგენილი ყალბი ე.წ. ყრილობის ოქმის გამოყენების გზით ცდილობენ მედიის, საზოგადოების და ადმინისტრაციული ორგანოების შეცდომაში შეყვანას, თავიანთი უპასუხისმგებლო, არაადეკვატური, უკანონო და ანტისაზოგადოებრივი ქმედებების გამო ისინი იმსახურებენ სასჯელს და კანონის სრული სიმკაცრით პასუხისგებას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics