18:07 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-06 16:53:33, 2905 ნახვა

კომენტარი
მიხეილ რამიშვილი - მოვითხოვეთ, რომ მოიძიონ აპარატი, რომელიც გამოიკვლევს, როდის მოხდა უკანასკნელად ავტომობილის გადაადგილება

„დაჩქარებული წესით მოვითხოვეთ, რომ მოძიებული იყოს ისეთი აპარატი, რომელიც გამოიკვლევს როდის მოხდა უკანასკნელად ავტომობილის დაქოქვა, გადაადგილება“, - ამის შესახებ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა.

რამიშვილის განცხადებით, პროკურატურისგან მიიღეს დაპირება, რომ საქმეში ფედერალური ბიურო ჩაერთვება, მაგრამ ეს დაკავშირებულია დროსთან.

„დღეს, როდესაც შევხვდი მთავარ პროკურორს და მის მოადგილეებს, წარმოგვიდგინეს დოკუმენტები, მოსამართლის განჩინებები, რომ გადაგზავნილია უკვე მოთხოვნები და ჩართულობა იქნება ფედერალური ბიურო, მაგრამ ეს დროსთანაა დაკავშირებული. მზაობაა გამოხატული, რომ იქნებიან მოწვეული ის ადამიანები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ და ყველაფერი ის, რაც დაკავშირებულია „გუგგლთან“, „ფეისბუქთან“ და ვებსაიტებთან, ყველაფერი იქნება სრულად მიღებული. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სიმშვიდის საფუძველი გახდება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამით ჩვენ შეიძლება დავწყნარდეთ.

დაჩქარებული წესით მოვითხოვეთ, რომ მოძიებული იყოს ისეთი აპარატი, რომელიც გამოიკვლევს როდის მოხდა უკანასკნელად ავტომობილის დაქოქვა, გადაადგილება“, - განაცხადა რამიშვილმა.

ცნობისთვის, გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატი პროკურატურაში გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს ხვდებოდნენ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics