15:22 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-05 10:27:39, 392 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: ამბასადორიალი ძალიან ნაყოფიერი და სასარგებლო იყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით ამბასადორიალი ძალიან სასარგებლო და ნაყოფიერი იყო.

"ძალიან წარმატებული ამბასადორიალი ჩავატარეთ უკვე ახალ მინისტრთან ერთად. მიხარია, რომ სასიამოვნო ტრადიცია დამკვიდრდა ყოველწლიური შეხვედრის. მინდა, გისურვოთ წარმატება ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ,"-აღნიშნა პრემიერმა.

 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამბასადორიალის დასასრულს საქართველოს ელჩებს უმასპინძლა.  სამუშაო ვახშამს ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან ერთად დაესწრო.

 მთავრობის მეთაურმა ამბასადორიალის მონაწილეებს ყოველწლიური შეხვედრის წარმატებით დასრულება მიულოცა.

მანვე ქართველ დიპლომატებს "საქართველოს სოლიდარობის ფონდის" საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

"სოლიდარობის ფონდი დააარსდა ერთი წლის წინ და უკვე მობილიზებულია 3 მილიონ 700 ათასი ლარი, რომელიც მოხმარდა 143 ბავშვის მკურნალობას.

ეს ნამდვილად კეთილი საქმეა, რომლის განხორციელებაც ჩვენ ერთობლივად შევძელით,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
ევროკავშირი რუსეთისგან მოითხოვს ცხინვალის რეგიონიდან, აფხაზეთიდან და დნესტრისპირეთიდან მისი გაყვანას
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics