|
2020-07-21 10:58:37, 7425 ნახვა
სამხედრო
ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მორიგი როტაცია განხორციელდა
ამჯერად ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის შესასრულებლად აღმოსავლეთის სარდლობის ნაკრები ასეული გაემგზავრა. ალექსეევკას შერეული საავიაციო ბაზიდან ქართველი მშვიდობისმყოფელები თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა ალექსანდრე კიკნაძემ გააცილა. მან პირად შემადგენლობას მისიის წარმატებით შესრულება და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა. უახლოეს მომავალში აღმოსავლეთის სარდლობის ნაკრები ასეული მაიორ ზურაბ ცხადაძის მეთაურობით მაზარ-ი-შარიფში, ბაზა „მარმალზე“, როტაციის წესით, II ქვეითი ბრიგადის ნაკრებ ასეულს ჩაანაცვლებს. ქვედანაყოფი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას 7 თვის განმავლობაში გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში შეასრულებს და მისი მთავარი ამოცანა სწრაფი რეაგირების ამოცანების განხორციელება იქნება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)