18:41 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-14 13:09:14, 4084 ნახვა

კომენტარი
კაპანაძე - თეა წულუკიანის მიერ დარღვეული კანონების საფასურს, დღემდე იხდიან ჩვენი მოქალაქეები

ქალბატონი თეა წულუკიანის მიერ დარღვეული კანონების საფასურს, დღემდე იხდიან ჩვენი მოქალაქეები, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მსგავს ფაქტს ვხვდებით ბაჩანა შენგელიას საქმესთან დაკავშირებითაც, როდესაც უკვე არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, თეა წულუკიანი კი არ ასრულებს დადგენილების პირობას.

„დარღვეული კანონების შედეგად, დღემდე იხდიან საფასურს ჩვენი მოქალაქეებიო, ბატონო არჩილ, გეთანხმებით. ამის ძალიან კარგი მაგალითია თეა წულუკიანი. ქალბატონი თეა წულუკიანის მიერ დარღვეული კანონების საფასურს, დღემდე იხდიან ჩვენი მოქალაქეები. ახლა მიმდინარეობს კიდევ ერთი დარღვევა ბაჩანა შენგელიასთან დაკავშირებით. 12 დღეა სასამართლო გადაწყვეტილება არსებობს, ის არ ასრულებს, ფეხებზე კიდია კანონი. თქვენ არ გაინტერესებს. ამიტომ მომავალში, რომ იტყვით რა უჯდებათ ჩვენს მოქალაქეს ვიღაცის მიერ დარღვეული კანონი, ცხვირს წინაა ქალბატონი თეა წულუკიანი“, - განაცხადა კაპანაძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics