19:03 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-08 12:40:54, 4270 ნახვა

კომენტარი
გიორგი კანდელაკი - მოვუწოდებ მთავრობას რეგულაციების დაწესებით გახსნას სახმელეთო საზღვარი თურქეთთან

„ევროპული საქართველოს“ წევრის გიორგი კანდელაკის განცხადებით, სავალდებულო კარანტინის გავლა იმ ქვეყნებიდან დაბრუნებული მოქალაქეებისთვის, რომლებიც საზღვარს კარანტინის გარეშე გვიხსნიან დისკრიმინაციულ ხასიათს ატარებს.

„სრულიად გაუგებარია რატომ ვთხოვთ ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს რომ გაიარონ 14 დღიანი კარანტინი იმ შემთხვევაშიც კი თუკი ისინი იმყოფებოდნენ ევროკავშირის იმ წევრ სახელმწიფოებში, რომლებთანაც ჩვენ გვაქვს საზღვარი გახსნილი კარანტინის გარეშე. რა დისკრიმინაციას აქვს ადგილი? მოვუწოდებ მთავრობას ეს გადაწყვეტილება შეცვალონ, ასევე მოვუწოდებ მთავრობას, რომ გააფართოონ ამ ქვეყნების ნუსხა, რომელთათვისაც ჩვენ ვხსნით საზღვრებს. ჩვენ მოვუწოდებ მთავრობას გახსნას სახმელეთო საზღვარი თურქეთთან, ოღონდ რეგულაციებით, ტესტირებით და თუ საჭიროა სხვა დამატებითი შეზღუდვებით“, - განაცხადა კანდელაკმა.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, 14 ე.წ მწვანე ქვეყნებიდან დაბრუნებული მოქალაქეები სავალდებულო კარანტინს გაივლიან.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics