|
2015-08-31 15:59:37, 507 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება
პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს ჩატარდება. ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. ცესკო–ს ცნობით, პარლამენტის შუალედური არჩევნები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით, #11 საგარეჯოს და #65 მარტვილის ოლქებში ჩატარდება, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს, საკრებულოს შუალედური არჩევნები დმანისის, ვანის, ხობის და საგარეჯოს ადგილობრივ საარჩევნო ოლქებში. „ცესკომ, დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, მიიღო დადგენილება, რომელიც კონკურენტული და თანაბარი საარჩევნო გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს: დადგენილების მიხედვით, პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც არ იყვნენ რეგისტრირებული 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის, კანონით განსაზღვრული წესის დაცვის შემთხვევაში, საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ 31 ოქტომბრის შუალედურ არჩევნებში“,– ნათქვამია ცესკო–ს განცხადებაში. მათივე ინფორმაცით, საგარეჯოში არჩევნები 49 უბანზე ჩატარდება, სადაც 46 011 ამომრჩეველი ფიქსირდება, ხოლო მარტვილში - 39 უბანზე, სადაც 33 465 ამომრჩეველია. რაც შეეხება საკრებულოს შუალედურ არჩევნებს, დმანისის 4 საარჩევნო უბანზე 1623 ამომრჩეველია რეგისტრირებული, ზედა ვანის ერთ უბანზე - 808, ხობის საარჩევნო უბანზე - 822, ხოლო საგარეჯოში - 1533. „საარჩევნო ადმინისტრაცია სრულ მზადყოფნაშია არჩევნების პროფესიულ დონეზე ორგანიზებისა და ყველასთვის ხელმისაწვდომ გარემოში ჩასატარებლად“, – აცხადებენ ცესკო–ში. შეგახსენებთ, რომ შუალედური არჩევნების ჩატარების საფუძველი გახდა, საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატის თინათინ ხიდაშელის თავდაცვის მინისტრის პოსტზე დანიშვნა, ხოლო მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატი, ბატონი ნაული ჯანაშია გარდაიცვალა. საკრებულოს შუალედური არჩევნების დანიშვნა ოთხივე ადგილობრივ საარჩევნო ოლქში მოხდა საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო. ამათგან ერთ ადგილობრივ საარჩევნო ოლქში, კონკრეტულად კი დიდ დმანისში, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის გარდაცვალების გამო.
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
ევროკავშირი რუსეთისგან მოითხოვს ცხინვალის რეგიონიდან, აფხაზეთიდან და დნესტრისპირეთიდან მისი გაყვანას
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)