|
2020-06-28 13:44:56, 9923 ნახვა
სამხედრო
სპეციალური ოპერაციების ძალები ამერიკელ პარტნიორებთან ერთად სწავლებას გადის
საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალებისა და აშშ-ის სპეცდანიშნულების ჯგუფის ერთობლივი საჩვენებელი სწავლება - რეიდი ობიექტზე გაიმართა. წვრთნების მიზანს წინააღმდეგობის ძალების ჩამოყალიბება და მცირე ქვედანაყოფების ტაქტიკის დახვეწა წარმოადგენს. საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა ობიექტზე თავდასხმის, ჩხრეკისა და განადგურების ოპერაციები განახორციელეს. სწავლებას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი, გენერალ მაიორი გიორგი მათიაშვილი, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდალი, ბრიგადის გენერალი იოსებ ლოლაძე, სპეციალური ოპერაციების ძალების ხელმძღვანელი პირები და აშშ-ის საელჩოს მასტერ-სერჟანტი გრეგ ენჯელი დაესწრნენ. მსგავსი, ერთობლივი ქართულ-ამერიკული გეგმიური წვრთნები სპეციალური ოპერაციების ძალებში რეგულარულად მიმდინარეობს. სწავლება სპეციალური ოპერაციების ძალების დასვლეთის ბატალიონში უკვე ჩატარდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)