19:28 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-16 12:33:47, 1332 ნახვა

კომენტარი
გრიგოლ ვაშაძე გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციაზე - ხელისუფლებამ ამ დანაშაულთან დაკავშირებით მკაცრი და შეუვალი პოზიცია უნდა დააფიქსიროს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გრიგოლ ვაშაძე მოითხოვს, რომ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის საქმესთან დაკავშირებით ხელისუფლებამ მკაცრი და შეუვალი პოზიცია დააფიქსიროს.

„ნაციონალური მოძრაობა“ ასევე მოითხოვს, რომ ზუსტად დადგინდეს, არამარტო ამ დანაშაულის შემსრულებელი პირის ვინაობა, არამედ ორგანიზატორები და დამკვეთები. ასევე, კატეგორიულად მოვითხოვენ, რომ გამოძიებაში ჩართონ ქვეყნის მთავარი მოკავშირეების შესაბამისი უწყებები იმიტომ, რომ ხლეისუფლების გამოძიებისადმი ნდობა ნოლზეა დასული.

„ოცნებისტების მთავრობის შედეგად ჩვენ სახელმწიფო აღარ გვაქვს ეს კი გუშნდელმა ფაქტმაც დაადასტურა და აბსოლუტურად გასაგებია, რატომ მოითხოვა რესპუბლიკური პარტიის კვლევების კომიტეტმა რუსეთის ფედერაციის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარება და კონკრეტულად რაში გამოიხატება ის დესტაბილიზაცია, რომელსაც ციტატა მომყავს, „ბატონი ივანიშვილი პუტინის უახლოესი მოკავშირე, საქართველოში რუსეთის ფედერაციის ინტერესებს ატარებს".

დღეს სოლიდარობას ვუცხადებთ ბატონ გიორგი გაბუნიას და ყველა თავისუფლების მოყვარულ ჟურნალისტს, რომელიც ამ არხზე მუშაობს. მოვითხოვთ მაქსიმალურად სწრაფად გასაჯაროვდეს ამ დანაშაულთან დაკავშირბეული ინფორმაცია. ზუსტად უნდა დადგინდეს, არამარტო ამ დანაშაულის შემსრულებელი არამედ ორგანიზატორები და დამკვეთები, ამას პრინციპული მნიშვნელობა აქვს ჩვენი სახლემწიფოსთვის. ხლეისუფლებამ უნდა დააფიქსიროს მკაცრი და შეუვალი პოზიცია ამ დანაშაულზე და არ დაიმალოს ისე, როგორც იმალება მაშინ, როდესაც საქმე რუსეთის ფედერაციას ეხება. კატეგორიულად მოვითხოვთ გამოძიებაში ჩართონ ჩვენი ქვეყნის მთავარი მოკავშირეების შესაბამისი უწყებები იმიტომ, რომ ხელისუფლების გამოძიებისადმი ნდობა ნულზეა დასული“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გუშინ გაასაჯაროვა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც რუსეთის მოქალაქე, ვასამბეკ ბოკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. მოგვიანებით სუს-მა ფაქტი დაადასტურა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics