|
2020-06-12 21:30:30, 7573 ნახვა
სამხედრო
ვოლსკი - რაც მოხდა 2008 წელს, ეს იყო შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ
რაც მოხდა 2008 წელს, განსაკუთრებით ჩვენმა ახალგაზრდობამ უნდა იცოდეს, რომ ეს იყო შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ დეპოლიტიზაციის თემა, რომელსაც „მინისტრის საათზე“ თავდაცვის მინისტრიც გამოეხმაურა, ძალიან მნიშვნელოვანია. „რაც მოხდა 2008 წელს, განსაკუთრებით ჩვენმა ახალგაზრდობამ უნდა იცოდეს, რომ ეს იყო შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ და, სამწუხაროდ, ამ შეთქმულებაში ნებსით თუ უნებლიეთ, ძალიან ბევრი პოლიტიკოსი ღებულობდა მონაწილეობას, რომელიც დღეს ჭკუას გვარიგებს და რუსულ თემებს აფრიალებს ჰაერში. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია და ამ ფაქტებს ადასტურებს არაერთი დოკუმენტი. როდესაც ადამიანს აქვს ის პასუხისმგებლობა, რომ დაიცვას მეორე ადამიანი და აცვია სამხედრო ფორმა, ის არ კითხულობს რომელ პარტიას განეკუთვნება ესა თუ ის პიროვნება, მისი შვილი, ან მისი ოჯახის წევრი, და ამითი ის ჩვენზე მაღლა დგას, ნებისმიერი რანგის პოლიტიკოსზე, ვინაიდან მზად არის შესწიროს სიცოცხლე რათა დაგიცვას შენ, დაიცვას თავისი სამშობლო", - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)