|
2020-06-05 19:12:49, 3384 ნახვა
კომენტარი
თავდაცვის სამინისტრო - გერმანულმა კომპანია „ლოვამ“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ თავდაცვის ძალებისთვის შეძენილი ფეხსაცმელი ნამდვილად მათ მიერაა წარმოებული
გერმანულმა კომპანია „ლოვამ“ ოფიციალური წერილით დაადასტურა, რომ თავდაცვის ძალებისთვის შეძენილი ფეხსაცმელი ნამდვილად მათ მიერაა წარმოებული, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ხაინდრავამ უწყებაში სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან მოუწოდა მედიას, რომ მაქსიმალურად გადაამოწმონ თავდაცვის ძალებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და ნუ შეეცდებიან უარყოფითად წარმოაჩინონ ყველა ის სიკეთე, რაც ჯარისთვის კეთდება. შესყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით, თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები თვის ბოლომდე სრულად იქნებიან უზრუნველყოფილი „ლოვას“ ბრენდის ბათინკებით. გიორგი ხაინდრავამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შესყიდული ფეხსაცმლის ფასი მნიშვნელოვნად დაბალია მათ საბაზრო ღირებულებაზე, რაც განპირობებულია თავდაცვის სამინისტროს წარმატებული მოლაპარაკებებით. მან მედიის წარმომადგენლებს ხარისხის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაციაც წარუდგინა. მასტერ-სერჟანტმა გიორგი კილასონიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავსი ხარისხის ფეხსაცმელი თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს ჯერ არ ჰქონიათ და არცერთ სამხედროს ახალი ფეხსაცმლის ხარისხთან დაკავშირებით პრეტენზია არ გამოუთქვამს. მისი თქმით, სამხედრო მოსამსახურეებისთვის საზოგადოების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია და თავდაცვის ძალებთან დაკავშირებული მცდარი ინფორმაციის გავრცელება ჯარის ავტორიტეტს აზიანებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)