23:22 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-03 11:29:23, 4843 ნახვა

სამხედრო
ღარიბაშვილი: თითო საათი 165 აშშ დოლარი ჯდება - თუ ეს ვინმეს ენანება ჩვენი ჯარისკაცებისთვის, მაშინ ეს მათ ნამუსზე იყოს

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ღამის კურიერი“ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯარისკაცების წასახალისებლად თავდაცვის უწყების მიერ ჯერ კიდევ დეკემბერში შეკვეთილ სასაჩუქრე საათებზეც ისაუბრა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, მან ცნობილ დიზაინერს - ზვიად ციკოლიას ჯარისთვის ბრენდირებული სასაჩუქრე საათების შექმნა სთხოვა, რომელზეც გამოსახულია საქართველოს დროშა და წარწერა - თავდაცვის ძალები.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მსგავსი სახის საჩუქარი მიღებული ფორმაა ნებისმიერ ჯარში, მათ შორის ევროპის ქვეყნების თავდაცვის ძალებშიც.

„საზოგადოებისთვის რომ განვმარტო, თითო საათი165 აშშ დოლარი ჯდება. თუ ეს ვინმეს ენანება ჩვენი ჯარისკაცებისთვის, რომლებიც მინდა, რომ წავახალისო, მაშინ ეს მათ ნამუსზე იყოს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics