|
2020-05-22 12:03:56, 855 ნახვა
რეგიონი
აჭარაში დამატებით 20 ათას ოჯახს სასურსათო კალათები გადაეცემა
დღეიდან აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში სასურსათო კალათების დარიგების მეორე ეტაპი დაიწყო. აჭარის მთავრობა 20 ათასს სხვადასხვა სოციალური კატეგორიის ოჯახს სასურსათო პროდუქტებს გადასცემს. დახმარების მეორე ეტაპზე გაიზარდა მოწყვლადი ჯგუფების კატეგორიები. „პირველ ეტაპზე მოვახდინეთ 10000-ზე მეტი ოჯახის დახმარება, როგორც სურსათით, ისე მედიკამენტებით. მეორე ეტაპი, ითვალისწინებს 20 ათასი ოჯახისთვის სასურსათო კალათის გადაცემას, რაც მოგვცემს საშუალებას ეს პერიოდი გავიაროთ ისე, რომ არცერთ ოჯახს და განსაკუთრებით მათ პატარებს არ გაუჭირდეთ. ბუნებრივია, ეს არ იქნება ბოლო ღონისძიება, რომელსაც მთავრობა, ხელისუფლება განახორციელებს. გავაგრძელებთ მოსახლეობის და თითოეული ოჯახის გვერდით დგომას", - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ. დახმარებას მიიღებენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებული: შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მარჩენალდაკარგულები, მარტოხელა მშობელები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები. ასევე, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 100 000-ზე ნაკლები ან ტოლი სარეიტინგო ქულით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მარტოხელა პენსიონერები. სასურსათო კალათას აგრეთვე მიიღებს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 200 000-ზე ნაკლები ან ტოლი სარეიტინგო ქულის მქონე მრავალშვილიანი ოჯახები - სამი და მეტი შვილით და ამავე სარეიტინგო ქულის მქონე ვეტერანები. აჭარის მთავრობამ პირველ ეტაპზე 7000 ოჯახს გადასცა სასურსათო პროდუქტები. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს და წითელი ჯვრის ჩართულობით, აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში გადამზადდა მოხალისეთა ჯგუფები, რომლებიც თავის მხრივ ორგანიზებას უწევენ დარიგების პროცესს, რათა დაცული იქნას პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაცია. დარიგების პროცესში ჩართულები არიან ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი, მოხალისეები. სურსათის დარიგების პროცესში მონაწილეობას იღებენ აჭარის მინისტრთა კაბინეტის წევრები, მუნიციპალიტეტის მერები, დეპუტატები, საერთაშორისო ორგანიზაციები.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)